ამერიკელმა მეცნიერებმა კაცობრიობის სრული განადგურების ზუსტი თარიღი დაასახელეს.
მათი განცხადებით დედამიწაზე უდიდესი სისწრაფით მოემართება გიგანტური ასტეროიდი, რომელიც დედამიწას მოუახლოვდება 2880 წლის 16 მარტს. მეცნიერების გამოთვლით შეჯახების შანსი ერთი სამასზეა.
ასტეროიდი, რომლის სახელია 1950 DA და 1კმ. დიამეტრისაა, წამში 14, 5 კილომეტრი სიჩქარით შეეჯახება დედამიწას.
სიმძლავრე 45 000 მეგატონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იქნება, რაც გამოიწვევს გიგანტურ ცუნამებს. საბოლოოდ კი დედამიწის განადგურებას და კაცობრიობის გადაშენების საწინდარი იქნება.