კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი სახიდან 18-30 სმ-ის დაშორებით უჭირავს, ხოლო გაზეთი და წიგნი 40 სმ-ის დაშორებით.
"უნდა შეიზღუდოს სმარტფონების მოხმარების დრო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ, რომ პატარა ბავშვებმა არ გამოიყენონ სმარტფონები", – აცხადებს ბრიტანელი ექიმი ქეით ელამბი.
ექიმის მტკიცებით, თანამედროვე ბავშვების თაობა ახლომხედველობის განვითარების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედის. დღეს სმარტფონებს 7 წლის ბავშვებისთვისაც კი ყიდულობენ.