ოპოზიციონერი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შესახებ უცხოური პრესაც წერს.
გუშინ საღამოს მომხდარი ინციდენტის შესახებ REUTERS „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქში ოპოზიციონერი დეპუტატის ავტომობილის აფეთქების შედეგად 5 გამვლელი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე აფეთქების დროს ავტომობილში მძღოლის გვერდზე იჯდა, თუმცა არც მას და არც მძღოლს არაფერი დაშავებიათ, მაგრამ 3 გამვლელი მსუბუქად დაშავდა, ხოლო 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, საქართველოს არჩევნები არის დაპირისპირება „ქართული ოცნების“ პარტიის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ ერთი წინასაარჩევნო ძალადობა ქალაქ გორში მოხდა, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საჯარო გამოსვლის დროს ორი ადამიანი გასროლის შედეგად დაიჭრა.
ამავე თემაზე:
გივი თარგამაძე ავტომანქანის აფეთქების შესახებ კომენტარს აკეთებს
გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს
ოქრუაშვილის მხარდამჭერებზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მას ცეცხლი გაუხსნეს