რუსეთს სირიაში დამატებით მოწინავე საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას გზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ სჯერათ, რომ შესაძლოა რუსეთი აშშ-ს პილოტების განადგურებას გეგმავენ, თუმცა მათი ქმედება შეშფოთებას იწვევს.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს თავდაცვის სისტემის გაზრდით, მსოფლიოში, საკუთარი ძალების დემონსტრირება სურს.