სარფის საზღვართან "თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს" წევრებმა ცოცხები და ბოთლები მიიტანეს. როგორც საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო კვირიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის მიმდებარე თურქეთის ქალაქში საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრას აპირებს.
ნინო კვირიკაძე ხელისუფლებას დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.
"დღეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება. არ ვიცი, რა გეგმებს აწყობს, მორიგი აფეთქება და დესტაბილიზაცია იქნება თუ სხვა რამ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო", _ აღნიშნა ნინო კვირიკაძემ.