დღეს, ოზურგეთელ მოქალაქეებს ოზურგეთის ცენტრში მდებარე სააქციო საზოგადოება “იმედის“ შენობა დილიდან დაკეტილი დახვდათ. რის მიზეზიც, როგორც არაერთი განმარტავდა, იყო ცენტრალური უნივერმაღის თანამშრომელთა წასვლა თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ შეკრებაზე.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამომწმებლად “გურია ნიუსი“ სააქციო საზოგადოება “იმედის“ დირექტორს ოლეგ გობრონიძეს დაუკავშირდა, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია:
“სასაცილოა, არ ვიცი, ვიღაცებს ეტყობა დასჭირდათ ჭორის გავრცელება, გუშინ შვილიშვილის დაბადების დღე მქონდა და დავამთხვიეთ კახეთში რთველზე წამოსვლა. სულ წამოსული ვართ 22 კაცი და ამიტომ დავკეტეთ უნივერმაღი“, _ამბობს გობრონიძე.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ უნივერმაღში 72 ადამიანი მუშაობს.