ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს.
კენჭისყრა ბაგრამისა და მაზარ-შარიფის საარჩევნო უბნებში ტარდება, სადაც ცესკოს ინფორმაციით, 1603 პირია რეგისტრირებული. სამხედრო მოსამსახურეები ხმას პროპორციული წესით აძლევენ.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.