JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ქართული ოცნებისა“ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ.
მონაცემების ალოკაციისთვის ამ ადამიანებს დაუსვეს დამატებითი კითხვები. კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ გამოკითხულთა 47%-მა დაასახელა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 18%-მა, „თავისუფალი დემოკრატები“ _ 6%-მა, „ლეიბორისტული პარტია“ _ 5%-მა, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის“ _ 4-4%-მა, „ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ _ 2%-მა. სხვა პარტიები _ 3%-მა. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11%-მდე შემცირდა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერს „ქართულ ოცნებასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მესამე პარტია _ „თავისუფალი დემოკრატები“ ლახავს. ბარიერის ზღვარზეა კიდევ სამი პარტია _ „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძიე – სახელმწიფო ხალხისთვის“.
კომპანია JPM Strategic Solutions-მა სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. კვლევა, საქართველოს მასშტაბით, 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კველვის ცდომილება 2.8%-ია.