სირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად თურქეთის მიერ მხარდაჭერილი 25 მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
როგორც ცნობილია, თურქეთი ამბოხებულ მებრძოლებს მხარს უჭერს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეტევების განხორციელებაში.
ობსერვატორიის ინფორმაციით, ამბოხებულები ატმეჰის გავლით თურქეთში, იდლიბის პროვინციისკენ გადაადგილდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანკარა ასევე ოპერაცია „ევფრატის ფარს“ ქურთი მებრძოლების გასანადგურებლად აწარმოებს.