საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (219,75 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17,609.92 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 1 ოქტომბერს სგპ ,,თბილისის აეროპორტში“, სადაც არადეკლარირებული ოქროს (816,54 გრ) ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 47,366.88 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
პირველ ოქტომბერს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (40,65 გრ) ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,658.35 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3,658.35 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.