Samsung-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავში Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსიის აალების შესახდებ იუწყება. ლუისვილიდან ბალტიმორში მიმავალი მგზავრის ევაკუაცია აალებული ტელეფონის გამო თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს უკვე იძიებენ.
„ამ დროისთვის ჩვენ ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სმარტფონზე წვდომა მოვიპოვოთ და აალების მიზეზი დავადგინოთ“, _ ნათქვამია Samsung-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ დრომდე კომპანიის წარმომადგენლები აცხდებდნენ, რომ სმარტფონის ახალი ვერსია უსაფრთხოა.
Samsung-მა ხარვეზების გამო სმარტფონის გაყიდვა 2 სექტემბერს შეაჩერა, რომელიც ბაზარზე აგვისტში გამოვიდა.