საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, ჯერაც არ დაწყებულა. პლენუმი მუშაობას, სავარაუდოდ, კვორუმის უქონლობის მიზეზით ვერ ახერხებს.
მედიის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში მხოლოდ ოთხი მოსამართლის მისვლა დააფიქსირეს. თეიმურაზ ტუღუში, ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა და ლალი ფაფიაშვილი სასამართლოს შენობაში იმყოფებიან.
ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სასამართლოში არ მისულა. ჟურნალისტებს არ დაუფიქსირებიათ შენობაში არც ახალი მოსამართლეების – ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის, ასევე თამაზ ცაბუტაშვილიც შესვლაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, ოფიციალურ კომენტარს დღის ბოლომდე ვერ გააკეთებენ.
ამავე თემაზე: