EURONEWS-ის ინფორმაციით, 8 საათიანი სამუშაო დღის ეფექტურობა უკვე დიდი ხანია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მაუწყებლის ინფორმაციით, შვედეთში კომპანიების ნაწილმა გოტენბერგის ქალაქის საკრებულოს ყოფილი უმრავლესობის, მემარცხენე ფრთის ინიციატივით, 1 წელზე მეტია, რაც სამუშაო დრო 2 საათით, ანაზღაურების უცვლელად შეამცირა.
როგორც ცნობილია, სამუშაო დღის ხანგრძლივობის შემცირება დასაქმებულების წარმატებულობასა და მოტივირებულობაზე აისახა.
მერის მოადგილის განცხადებით, საკრებულოს ახალი უმრავლესობა მემარჯვენე ფრთა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამუშაო საათების შემცირების პროგრამის გაფართოებასა და განზოგადებას.
„ჩვენ გოტენბერგში 53 000 თანამშრომელზე ვართ პასუხისმგებელი, ასე რომ, თუ ყველა 6 საათის განმავლობაში იმუშავებს და 8 საათის გასამრჯელოს გადავუხდით არასწორი იქნება, გარდა ამისა, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაა საჭირო და ამ დროს სამუშაო საათების შემცირებით, ვამბობთ, რომ მუშაობა აღარ გვინდა,“_განაცხადა მერის მოადგილემ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამუშაო საათების შემცირების შედეგად მუნიციპალიტეტის ხარჯები 20 %-ით გაიზარდა, რასაც მემარცხენე პარტიის ლიდერი დანიელ ბერნმარი აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ფიქრია საჭირო.
„როდესაც ხარჯების საკითხს განვიხილავთ, ასევე ბუნებრივი გზები უნდა მოვძებნოთ, რომ ხალხი სამუშაოთი კმაყოფილი იყოს,“_განაცხადა მან.