სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმდებარედ, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.