9-10 ოქტომბერს ჯამპსტარტი აწყობს ღონისძიებას, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ყველა საუბნო საარჩევნო ოქმები გააციფრულოს და არჩევნების მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მონაცემების გაციფრულება ოქმში დაფიქსირებული ციფრების წაკითხვასა და მათ სპეციალურ ფორმაში გადატანას გულისხმობს.
ამ დროისთვის უკვე 100-ზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული. მათი ნაწილი ჯამპსტარტის ოფისში შეიკრიბება, ნაწილი კი დისტანციურად იმუშავებს. მოხალისეთა რეგისტრაცია არ დასრულებულა და მსურველებს ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
მონაცემების გაციფრულება ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ და პირველი ოქმების ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. გაციფრულების პროცესი მარტივია და არ მოითხოვს ქართული ენის ან ტექნიკურ ცოდნას.
მოხალისეებთან ერთად დათვლილი მონაცემები ჯამპსტარტის საარჩევნო პორტალზე (http://elections.jumpstart.ge/ka) განთავსდება, სადაც უკვე განთავსებულია 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების მონაცემები.