BBC -ის ინფორმაციით, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტს, ხუან მანუელ სანტოსს გადაეცა, გამოვლენილი ძალისხმევის გამო ამბოხებულებთან 52 წლის მანძილზე არსებული კონფლიქტის შეწყვეტისთვის.
როგორც ცნობილია, სამშვიდობო შეთანხმება ამბოხებულებსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის გასულ თვეს შედგა, თუმცა კოლუმბიის მოსახლეობის ნაწილი ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით გარიგებას არ ეთანხმება.
მაუწყებლის ცნობით, კონფლიქტის შედეგად 260 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ამავე თემაზე:
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ცნობილია
ვის მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკის დარგში
ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში იაპონელ მეცნიერს გადაეცა
კოლუმბიაში მოსახლეობის უმეტესობა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მხარს არ უჭერს