EURONEWS-ის ინფორმაციით, ფლორიდაში ქარიშხალ „მეთიუს“ დასახვედრად ემზადებიან, რომელმაც ჰაიტიზე ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ქვეყნისთვის 2005 წლის გვალვის შემდეგ ეს პირველი ძლიერი ქარიშხალია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"არ გახვიდეთ სანაპიროზე, რადგან ქარიშხალი მოგკლავთ,"_აცხადებს ფლორიდის გუბერნატორი.
როგორც ცნობილია, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სპეციალური თავშესაფრები გაიხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალმა შესაძლოა ფლორიდადან ატლანტიკური ოკეანის სანაპიროზე ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინას მიმართულებით გადაინაცვლოს.