_ მოვიდა პოლიცია რამდენიმე დღის წინ. არ ვიყავი სახლში, დამირეკეს და სახლში მობრძანდითო, _ მითხრეს. რომ მივედი, უკვე დაყადაღებული იყო ყველაფერი, ყვითელი ლენტებით იყო შემოვლებული ეზო, სახლი, გარაჟი. გამაცნეს რაღაც ოქმი და მითხრეს, რომ დავალებაა და უნდა შევასრულოთო. მომაწერინეს ხელი, რომ არ შევეხებოდი რაიმეს. მე ჩემი გარაჟი მქონდა მიქირავებული, რომელსაც თავისი უფროსი ჰყავს. მე, უბრალოდ, სახლში შევდივარ და საწყობს აღარ შევეხები. სხვა რაიმე ზეწოლა არ ყოფილა.
_ რამდენი ანტენა იყო?
_ ბევრი არ მქონდა. ჩვენ ჩვენი მიკროავტობუსები გვემსახურება, მოგვაქვს მხოლოდ ორი-სამი დღის სამყოფი და მერე ვანაწილებთ სოფლებში.