ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში #60/20 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა "ბურჯანაძე- დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძემ.
ჩხაიძე ბახვის მკვიდრია, ამიტომ ეს სოფელი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.
როგორც ჩხაიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, რომ უბანზე ამომრჩევლები მიიყვანონ.
"მათ შორის სოფლის დეპუტატიც და გამგებელიც. ეს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს", _ განაცხადა ჩხაიძემ.
საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ამავე თემაზე:
„ვდგავარ აგერ უბანზე, ვმასხრობ, ვციგნობ“ – ეწევა თუ არა გამგებლის წარმომადგენელი აგიტაციას