დღეს ისტორიული შანსი გვაქვს, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი პარლამენტში, _ განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.
”დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები. მე გორში მივეცი ხმა, იმიტომ რომ გორელი ვარ და გორში ვარ ჩაწერილი. ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, უკეთეს სასამართლოს და უკეთეს ეკონომიკას. ამ ეტაპზე საარცევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ არჩევნები დღის განმავლობაში მშვიდად ჩაივლის”, _ განაცხადა ირკალი ალასანიამ.