საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საარჩევო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მან საკუთარი არჩევანი მეტ თავისუფლებაზე შეაჩერა.
"2016 წელს არჩევანი გასაკეთებელია უფრო იმის შესახებ რა გვინდა და ვინ გვინდა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს მეტი საშუალება აქვს მეტი არჩევანი გააკეთოს თავისი ქვეყნის, სამშობლოს მომავლისთვის. მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამავე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც.
"არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის უკეთესი საქართველოსთვის გავაკეთე. სადაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც გააჩენს დებატების შესაძლებლობას,"_ განაცხადა ხიდაშელმა.