ოზურგეთის #59-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც სულ 50 282 ამომრჩეველია, 10:00, საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 5 209 ადამიანმა დააფიქსირა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არცერთ საარჩევნო უბანზე რაიმე სახის ინცინდენტს და დარღვევას ადგილი არ ჰქონია.