დამკვირვებლის ნიკა ჩომახაშვილის თქმით, ყარაჯალის 59-ე უბანზე საარჩევნო უბნის კართან "ქართული ოცნების" კოორდინატორი აგიტაციას ეწევა.
ნიკა ჩომახაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შევიდა, თუმცა პოლიციამ ის უბნიდან არ გაიყვანა. მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნებას საარჩევნო უბანი დამკვირვებლებმა დაატოვებინეს.
ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.