აშშ-ის სენატის კიბერ უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კორი გარდნერის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
გარდნერის განცხადებით, ახალი სანქციების დაწესება უკავშირდება რუსეთის მიერ ჩადენილ კიბერდანაშაულს.
„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის კიბერ უსაფრთხოების სფეროშიც“, _ განუცხადეს სააგენტო AFP-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გუშინ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების უწყებამ და ეროვნული დაზვერვის სამმართველომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც რუსული მხარე ამერიკულ პოლიტიკურ სტრუქტურებზე კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.