პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამარშრუტო მიკროავტობუსით მივიდნენ და მოვაჭრეები არჩევნებზე მიჰყავთ.
„გურია ნიუსი“ ერთ-ერთ თვითმხილველს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქეების წაყვანა უბნებზე იძულებით ხდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგოვე პირები ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს ურიგებენ, თვითმხილველი არ ადასტურებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნამდვილად მოვიდნენ და მოვაჭრეებს სთავაზობენ არჩევნებზე წასვლას. ფულის დარიგება სრული სიცრუეა. მსგავსი არაფერი დამინახავს და გამიგონია, მაგრამ დაძალებაც რატომ უნდა მოხდეს? თითოეულის ნებაა, წავა თუ არა არჩევნებზე“ _ გვითხრა თვითმხილველმა, რომელიც თავის ვინაობას არ ასახელებს.