ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს.
"ბათუმის #1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. ამავე მიზეზით, საარჩევნო უბნიდან გააძევეს „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი. #1 საარჩევნო უბანზე, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია,“- განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.