დამკვირვებელთა ინფორმაციით, ლანჩხუთის 60/61 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩეველი გამორჩენილი იყო. სიაში არ იყო აღნიშნული არც გამორჩენილი პიროვნების რიგითი ნომერი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საჩივრის ოქმი შეადგინეს.
თუმცა, თავად კომისიის თავმჯდომარე ზაზა კილაძე ამას მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ ოქმზე რეაგირებას უნდა დაველოდოთ.