ვაზისუბანის საარჩევნო ოლქის 63-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ბეჭედი მოიპარეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე ავრცელებს.
ჩიხლაძის თქმით, 5 ბეჭდიდან, რომელიც რეგისტრატორებს დილით ჰქონდათ, ახლა 4 დარჩა და არსებობს ეჭვი რომ ის მოიპარეს.
საარჩევნო ბლოკის "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დამკვირვებლებმა მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერეს, თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის მიღებაზე უარი განაცხადა.