2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ემიგრანტები საბერძნეთშიც აქტიურობენ.
"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრანტების უმეტესობა ხმას მმართველ პარტიას – "ქართულ ოცნებას" აძლევს.
ასევე, ამომრჩეველთა ნაწილმა საკუთარი არჩევანი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ეროვნულებზე" შეაჩერა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთში მცხოვრებმა დებმა სხვადასხვა არჩევანი გააკეთეს, ერთმა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა, მეორემ – "ქართულ ოცნებას".
ათენში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.