ბათუმში 51-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ხმის მისაცემად მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შესვლის დროს მამაკაცს ფეხი დაუცურდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
მსგავსი ფაქტი დღეს ქარელშიც მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან ახლოს მოქალაქე გარდაიცვალა.