ამ წუთებში" გურია ნიუსი" ოზურგეთში 59.60 ოლქის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში იმყოფებოდა, რომელიც მე-4 საჯარო სკოლაშია განთავსებული.
სადაც უბნის შესასვლელთან ერთ-ერთი პარტიის კოორდინატორი წინასწარ გამზადებული სიით იჯდა და ამომრჩევლებს აღრიცხავდა.
მან "გურია ნიუსთან" საუბრისას არ უარყო, რომ ამ სიაში თავისი პარტიის მხარდამჭერები ჰყავდა შეყვანილი, თუმცა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო, არ თქვა. ასევე, არ გაუმხელია საკუთარი ვინაობაც.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ომარ დიდმანიძის განცხადებით, ის აღნიშნულ ქალბატონს არ იცნობს და არც ის იცის, რომელ პარტიას ემსახურება.