“ჩვენ დღეს ველოდებით ოფიციალურ ნებართვას. სავარაუდოდ, ეს ნებართვა იქნება პირველი ივლისისთვის. 7 საათზე გაიმართება აქცია მცხეთის თეატრონზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური ნებართვა ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ უარი მივიღეთ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე ჩატარებაზე. ეს მეორე განცხადება ალბათ დღეს იქნება პასუხგაცემული. სავარაუდოდ, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქცია გაიმართება 1 ივლისს 7 საათზე” – განაცხადა ფანჯიკიძემ.
დართო თუ არა ნება აქციის ჩატარებაზე კოალიცია “ქართულ ოცნებას” მცხეთის მუნიციპალიტეტმა “გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, თეიმურაზ აბაშიძეს დაუკაშირდა.
_ ბატონო თეიმურაზ, კოალიცია “ქართული ოცნება” 1 ივლისს მცხეთაში აქციას გეგმავს რის შესახებაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოფიციალური წერილი შემოიტანეს. თუ გაეცით ოფიციალური ნებართვა?
_ როგორც წესი და რიგია. ჩვენ გავეცით ნებართვა.
_ სად მიეცით ჩატარების უფლება?
_ ჩვენთან არის თეატრონი. სადაც ჩაატარებენ აქციას.
_ როგორც ჩვეთვის ცნობილია, მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე უნდოდათ აქციის ჩატარება.
_ არა. ცენტრალურ მოედანზე თვითონაც გადაიფიქრეს. რადგან ცენტრალური გზა იკეტებოდა.
_ ე.ი. ცენტრალურ მოედანზე არ მიეცით ჩატარების უფლება?
_ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თვითონ შემოიტანეს თავიდან განცხადება, სადაც ითხოვდნენ მცხეთის თეატრონთან აქციის ჩატარების ნებართვას და მიიღეს ნებართვა.