"როგორც უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, მე არ ვაპირებ უკრაინის დატოვებას, არ ვაპირებ ბრძოლის ველის და ჩემი დიდი გეგმების მიტოვებას, რომ დავეხმარო უკრაინას", _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NEWSONE-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ხალხი ამბობს, აი, საქართველოს არჩევნები, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს და მიშა წავა. სინამდვილეში მე არ მჩვევია ბრძოლის ველიდან გაქცევა. ჩემთვის ეს არის ბრძოლა რეფორმებისთვის, ხალხისთვის. მე უკრაინაში გასტროლიორი არ ვარ. ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არ არის და მისთვის ბოლომდე ვიბძროლებ. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ მერე არ იყოს გაუგებრობა ამ თემაზე“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.