საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა „არჩევნების დღეს უკან დაიხია“:
"ძალიან საინტერესოა, რომ უკვე არჩევნების დღეს დაიხია ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან. შეფასება თქვენთვის მომინდია. ეს ნათლად აჩვენებს იმ სურათს, რაც არის ჩამოყალიბებული დღეს საქართველოში, ყველა ხედავს ამომრჩევლის განწყობას და ეს განწყობა სათანადოდ დაფიქსირდება ცესკო-ს მიერ დღეს გამთენიისას“, _ განაცხადა კობახიძემ.