№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე აცხადებს, რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ წუთებში მარნეულის 48-ე უბანზე არ აქვს.
როგორც ასანიძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, მისი მოადგილე უკვე წავიდა შემთხვევის ადგილზე.
"სანამ არ მეცოდინება ზუსტი ინფორმაცია კომენტარს ვერ გავეკეთებ. ჩემი მოადგილე წასულია. მოგვიანებით დამირეკეთ", _ გვითხრა ასანიძემ.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ამ წუთებში მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანს არბევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში საარჩევნო უბანზე ისვრიან ქვებს, მიმდინარეობს ხელჩართული ჩხუბი, იყენებენ ხელკეტებს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.