17 საათის მონაცემებით, ლანჩხუთის 40 საარჩევნო უბანზე, სადაც 31718 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 17 008-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 54 პროცენტს შეადგენს.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.