შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
როგორც უწყებაში აცხადებენ , ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი, რომელიც ვითარების დასტაბილურებას ცდილობენ.
მათივე ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
„პოლიცია სიტუაციის განმუხტვას ცდილობს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მოხდა დაპირისპირება, თუმცა ვისსა და ვის შორის, ამას გამოძიება დაადგენს“, _განაცხადეს უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.
მომხდარში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.