დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, 43 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია.
მჟავიას ინფორმაციით, ტესტები დაბა ლაითურში და დაბა ნასაკირალში აიღეს. ყველა მათგანი ქორწილის კლასტერს უკავშირდება. დღეს გვიან იქნება ცნობილი სოფელ ბაღდადში აღებული ხუთი ტესტის პასუხი.
ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის 9 შემთხვევაა.