ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, წინასწარი შედეგების თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთში ხმების 58.38% (13691 ხმა) აიღო; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 16.76% (3932 ხმა); მესამე ადგილზე გავიდა „პაატა ბურჭულაძე _ სახელწმიფო ხალხისთვის“ 8.22%-ით (1928 ხმა).
ჩოხატაურში „ქართულმა ოცნებამ“ 48.12% (8681 ხმა) აიღო; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 27.31% ( 4927ხმა);. ჩოხატაურში მესამე ადგილი 4.63% -ით „ეროვნულმა ფორუმმა“ აიღო (837 ხმა).
ოზურგეთში ”ქართულმა ოცნებამ“ 47.72% (12362 ხმა) აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 32.66% ( 8461 ხმა). აქ მესამე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა 4.97%-ით (1288 ხმა).