საინტერესო და უცნაური ის არის, რომ ამ ლამპიონებს არ ამონტაჟებენ იმ ბოძებზე, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ჭიშკრებთან დგას!!! პროექტი ოზურგეთის საპროექტო სამსახურის მიერაა შედგენილი და მუშები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ “ამ პროექტის ავტორი ფეხებით უნდა დაკიდო” _ მათ არ მოწონთ მოსახლეობის ასე დაყოფა. როგორც ჩანს, ხელისუფლება შუასაუკუნოვან _ კარზე ჯვრის მიხატვის მეთოდს “ინოვაციურად” მიუდგა და “ბართლომეს ღამისთვის” უფრო თვალსაჩინო ხერხი აირჩია.