დღეისთვის ოზურგეთში თხილის ფასი არ მერყეობს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ერთი კილოგრამი "ბერძნულა" 4 ლარი და 80 თეთრი ღირს, ხოლო "გულშიშველა" _ სამი ლარი.
როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, 20 დღეზე მეტია, თხილის ფასი სტაბილურია. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი მიიჩნევენ, რომ ფასი უფრო მაღალი უნდა იყოს.
"კი გვინდა, უფრო ძვირი ღირდეს, წინა წლებში ერთი კილოგრამი ორი ამდენიც ღირდა, მაგრამ ფასი რომ სტაბილურია და არ მონაცვლეობს ყოველდღიურად, მაინც კარგია. დასაწუნი ეს ფასიც არ არის. _ ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში "გურია ნიუსთან" საუბარში.