ცოტა ხნის წინ ავსტრალიელი მეცნიერები ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტებს აკვირდებოდნენ.
ექსპერიმენტში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ნერვოზის, დეპრესიის და სოციოფობიის ქრონიკული დაავადებებით იტანჯებოდნენ.
პაციენტებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობდნენ – ფსიქოანალიზიდან დაწყებული და ავტოტრენინგით დასრულებული. კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე პოზიტიური შედეგი, ფელინოთერაპიას (ადამიანის კატასთან ურთიერთობა) ჰქონდა.
ექიმებმა აღნიშნეს, რომ ის პაციენტები, რომლებსაც კატებთან ჰქონდათ შეხება, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობდნენ.
ასე რომ, ნუ შეგრცხვებათ კატებისთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მათი დათვალიერება (სწორედ ასეთი დავალება ჰქონდათ კლინიკის პაციენტებს) და პატარა კნუტებზე ზრუნვა და მათი მოფერება!
როგორც მეცნიერები ამბობენ, ასეთი მოქმედებები ნერვულ სისტემას აძლიერებენ და სტრესის დაძლევაში ეხმარებიან ადამიანებს.