სამეცნიერო ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ საკმეველს კიბოს უჯრედების მოკვლა შეუძლია. ამგვარად, მეცნიერებმა შეძლეს, ნაწილობრივ აეხსნათ კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების განკურნების ფაქტი, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში.
წარმოშობით ერაყელი, ამერიკაში მოღვაწე მეცნიერ-იმუნოლოგი მაჰმუდ სუჰალი ამტკიცებს, რომ საეკლესიო საკმეველს ონკოლოგიაში დიდი სარგებლობა მოაქვს.
მეცნიერებმა მრავალჯერ დატესტეს საკმეველი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგი მიიღეს. საკმეველის არომატული ფისი ხსნის სხეულში ანთებას და მისი გავლენის ქვეშ ონკოლოგიური უჯრედები კვდება, კერძოდ კი, ის უჯრედები, რომლებიც საკვერცხეების კიბოს პროვოცირებას ახდენს.
ხე, რომლიდანაც საკმეველი მიიღება, ეთიოპიაში, ინდოეთში, იემენსა და ომანის მთებში იზრდება. მის კვამლს ანტიდეპრესანტის მოქმედება აქვს, ხოლო მისგან მიღებულ ზეთს არომათერაპიის დროს გამოიყენებენ.
სუჰალმა საკმევლის ფისიდან მიღებული აქტიური ნივთიერებით ხსნარი დაამზადა, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. ხსნარს ამ ეტაპზე ცხოველებზე ცდიან.