ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა:
_ სამართალიანი არჩევნების დამკვირვებელმა შემოიტანა ერთი საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევას ეხებოდა. კონკრეტულად კი, ოქმში გადასწორებული იყო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც თან შესწორების ოქმიც ახლა, _ აღნიშნა კუტუბიძემ.
მისივე ინფორმაციით ჩოხატაურში კიდევ სამი საჩივარი დაიწერა, რომელიც ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში გაიგზავნა:
_ 2 საჩივარი დაიწერა დაბის საარჩევნო უბანზე, ერთიც კი ჩაისუბანში. სამივე საჩივარი ლანჩხუთში გაიგზავნა, _ გვითხრა კუტუბიძემ და განმარტა, რომ საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის და ლანჩხუთს ერთი მაჟორიტარული ოლქი აქვს, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ექვსი სოფელი ემატება.