ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის აღნიშნულ ოლქში არცერთ ოპოზიციურ პარტიას საჩივრით არ მიუმართავს.
“ამ ეტაპზე შემოსულია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, “სამართლიანი არჩევნებისა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დაწერილი საჩივრები, რომლებიც, ძირითადად, პრიცედურულ დარღვევებზეა. ორგანიზაციები საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. პარტიებს საჩივრების დაწერის ვადა დღეს 6 საათამდე აქვთ“, _ ამბობს თენიშვილი.