საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სახელობის სკვერში, კლუბის მემორიალთან, პირველ ვარსკვლავს ლეგენდარულ ფეხბურთელს, ბეგი სიხარულიძეს გაუხსნიან.
ბეგი სიხარულიძე ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა მშობლიურ კლუბს, წლების განმავლობაში მისი უცვლელი კაპიტანი გახლდათ. სწორედ მისი თაოსნობით მოახერხა „გურიამ“ 1986 წელს, იმ დროისთის საკმაოდ ხმამაღალი განაცხადის გაკეთება და სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრება.
ვეტერანი ფეხბურთელისთვის ვარსკვლავის გახსნის იდეა ფეხბურთელის 70 წლის იუბილეზე გაცხადდა, რომელიც „გურიას“ სახელობის სკვერში მიულოცეს .