ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ოქლში 11 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი:
_ გოგოლესუბნის, გორაბერეჟოულის, დაბლაციხის, ზომლეთის, კოხნარის, ქვემოხეთის, ბასილეთის, შუამაღლების, ხევის, ახალშენის და დაბის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ დაუბრკოლებლად მიეცათ ხმა. თერთმეტივე საარჩევნო უბანი ადაპტირებული იყი, _ გვითხრა კუტუბიძემ.
ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში სულ 38 საარჩევნო უბანია.