ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის შედეგი არ არის სრულად 5% თუმცა ძალიან მიახლოებული ამ შედეგს. შესაძლებელია თუ არა ამ შედეგით „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ამაზე ცესკო დამატებით იმსჯელებს:
„ამ ეტაპზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის პროცენტულად 4. 998 მეათასედი და არა მეასედი, აღნიშნული რიცხვი პროგრამამ, რა თქმა უნდა ავტომატურად დაამრგვალა, სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს, ელემენტარული მათემატიკაა. თუმცა, ამ ეტაპზე, ამ წუთის მონაცემებით 4.998 % არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე ცესკო იმსჯელებს“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.