ეთიოპიაში თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ 25 წლიანი მმართველობის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მომსახურება შეაჩერა და ასევე სოციალური მედია დაბლოკა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჰაილემარიამ დესალენის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპროტესტო აქციების გამო ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო საკუთრების დაზიანების შესაძლებლობა გაჩნდა.
„გვსურს, რომ ბოლო მოეღოს ვითარებას, რომელიც აზარალებსმინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვის ცენტრებს, ადმინისტრაციისა და იუსტიციის შენობებს,“_ განაცხადა პრემიერმა.
ამავე თემაზე
საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას 52-ზე მეტი ადამინია ემსხვერპლა
ეთიოპიაში ანტი სამთავრობო დემონსტრაციებზე 400 -ზე მეტი ადამიანია დაღუპული