პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ოზურგეთელი გოჩა ფერსაშვილი დაინიშნა, ხოლო მოადგილის თანამდებობაზე _ ადგილობრივი კადრი, ლევან ჩხაიძე. ლანჩხუთის პოლიციის განყოფილების კანცელარიაში აღნიშნული ფაქტის დადასტურებისგან თავს იკავებენ. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელს, ზურაბ გვენეტაძეს და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. თუმცა, როგორც გვენეტაძემ გვითხრა, მან ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცის.